აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი,რომელიც შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის N43 დადგენილების საფუძველზე  და შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში.

სააგენტოს შექმნის საფუძველი

2011 წელს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების სისტემებისა და მექანიზმების განვითარების მიზნით შეიქმნა პირველი დასაქმების სახელმწიფო სამსახური – სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო. სასურველი შედეგების მიღწევასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების დანერგვაში ჩვენ თანამშრომელთა მაღალკვალიფიციურობა და პროფესიონალიზმი გვეხმარება.

ვითვალისწინებთ რა, რომ აჭარის რეგიონში სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა არის ყველაზე პრიოტიტეტული ამოცანა სააგენტოსთვის, აქტიურად ვთანამშრომლობთ რეგიონში ოპერირებად ბიზნეს სექტორთან. აღნიშნული საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ რეგიონში არსებული თავისუფალი სამუშაო ადგილების, კონკურსების, სტაჟირებების, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, დამუშავება და სამუშაოს მაძიებლებისთვის მიწოდება. დასაქმების მხარდასაჭერად სამუშაოს მაძიებლებს აგრეთვე ვთავაზობთ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ მიზნობრივ პროგრამებს.

მიზანი

ჩვენი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაქმების სისტემისა და მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

ხედვა

სააგენტოს ხედვაა- ინოვაციური მექანიზმების დანერგვით არსებული სერვისების სრულყოფა/განვითარება, სერვისით მოსარგებლეებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას.

მისია

სააგენტოს მისიაა- შრომის ბაზრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, ადამიანური რესურსის უნარჩვევების ხარისხის ამაღლებისა და კარიერული ზრდისთვის, დასაქმების მხარდაჭერისა და უმუშევრობის შემცირებისათვის მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ორგანიზება/გატარება, რაც იქცევა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად და უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.

დასაქმების ხელშეწყობის უზრუნველყოფის ფარგლებში ხორციელდება:

პროფესიული მომზადება

პროფესიული უნარების შეძენა/ამაღლების მსურველ სამუშაოს მაძიელთა მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში

შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა

შშმ პირების პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლება მათთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო მოდულის შეთავაზებით;

არაფორმალური განათლება

სამუშაო გამოცდილების და ინდივიდუალური განათლების მქონე პირის, კვალიფიკაციის სრულყოფა, არაფორმალური განათლების აღიარებისა და გადამზადების მოკლევადიანი კურსის შეთავაზებითი

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობა

სტუდენტების შრომითი უნარების განვითარება სამუშაო გამოცდილების მიღების გზით, მათი შრომის ბაზარზე დამკვიდრებისა და თვითრეალიზების გაზრდილი შესაძლებლობებისათვის;

კვალიფიკაციის ამაღლება

ორგანიზაციებში დასაქმებულთა პროფესიული უნარების ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება მათი სამუშაოზე მდგრადობის უზრუნველსაყოფად;

სააგენტოს პოპულიარიზაცია

სააგენტოს საქმიანობისა და სერვისების შესახებ ინფორმირებულობა სხვადასხვა აქტივობებისა და მეთოდების გამოყენებით და პერსონალური თანამშრომლობის გზით დამსაქმებლებთან და სამუშაოს მაძიებლებთან კომუნიკაციის გააქტიურება.

დასაქმების ხელშეწყობის მართვის ფარგლებში, აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ განხორციელდა რეგისტრაცია

10k

სამუშაოს მაძიებელი

10k

ვაკანსია

5

კომპანია